ემანუელ მაკრონის თანაშემწემ პარიზში გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილე სცემა

13:53, 19.07.2018

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თანაშემწემ პარიზში პირველ მაისს გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილე სცემა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო რამდენიმე ფრანგულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, მათ შორის გამოცემა Le Figaro-მ.

1-ელ მაისს შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული დემონსტრაცია პარიზში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ჩაფხუტიანი პირი მამაკაცს.

„ის განსაკუთრებულად აგრესიული იყო. როგორც ჩანს, ეშინოდა, რომ მას იცნობენ, ამიტომ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა“,- განაცხადა ვიდეოჩანაწერის ავტორმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი საფრანგეთის პრეზიდენტის თანაშემწე ალექსანდრ ბენელიაა. ელისეის სასახლეში დაადასტურეს, რომ 1-ელ მაისს ის ნამდვილად იმყოფებოდა დემონსტრაციაზე როგორც დამკვირვებელი პოლიციის მხრიდან. მომხდარის შესახებ პრეზიდენტი დაუყოვნებლივ იყო ინფორმირებულია. ბენალიას ორი კვირით, 4-დან 19 მაისამდე უფლებამოსილება შეუჩერეს, ახლა კი ის ელისეის სასახლის ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული.

მსგავსი