საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შესაძლოა, ზაფხულის დასაწყისში უკრაინას ესტუმროს. ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინაში საფრანგეთის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა მაკრონმა დაადასტურა საკუთარი სურვილი, უკრაინაში ვიზიტით ჩამოვიდეს, როგორც კი ამის შესაძლებლობას მისცემს ეპიდემიოლოგიური ვითარება. საუბარია სავარაუდოდ, ზაფხულის დასაწყისზე. ზუსტი თარიღის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია“, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, 16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა.