ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი კორონავირუსის კრიზისის დასაწყისშია
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი კორონავირუსის კრიზისის დასაწყისშია

საფრანგეთი კორონავირუსის კრიზისის დასაწყისშია, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

„კრიზისის დასაწყისში ვართ. მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რათა გავმკლავებოდით პირველ ტალღას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის თითქმის 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულია 371 ადამიანი.