ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი კორონავირუსის კრიზისის დასაწყისშია

17:20, 20.03.2020

საფრანგეთი კორონავირუსის კრიზისის დასაწყისშია, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

„კრიზისის დასაწყისში ვართ. მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რათა გავმკლავებოდით პირველ ტალღას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის თითქმის 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულია 371 ადამიანი.

მსგავსი