ემანუელ მაკრონი - რუსეთმა უკვე წააგო გეოპოლიტიკურად უკრაინის ომში და, ფაქტობრივად, ხდება ჩინეთის ვასალური სახელმწიფო
რუსეთმა უკვე წააგო გეოპოლიტიკურად უკრაინის ომში და, ფაქტობრივად, ხდება ჩინეთის ვასალური სახელმწიფო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დე ფაქტო რუსეთი შევიდა ჩინეთთან მიმართებაში მონური მორჩილების ფორმაში და დაკარგა წვდომა ბალტიისპირეთზე, რაც კრიტიკული იყო, რადგან ომმა გამოიწვია შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.
„ეს წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც ორი წლის წინ. ასე რომ, ეს უკვე გეოპოლიტიკური მარცხია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.