ემანუელ მაკრონი - „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა, შესაძლოა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების შანსი იყოს
ემანუელ მაკრონი - „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა, შესაძლოა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების შანსი იყოს

„ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა, შესაძლოა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების შანსი იყოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მაკრონმა ნეთანიაჰუსთან საუბრისას გაიმეორა ლიბანსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები.

ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ სატელეფონო საუბრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.