ემანუელ მაკრონი გულუბრყვილოს უწოდებს მოსაზრებას, რომ ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს უკეთესად გაუმკლავდა
ემანუელ მაკრონი გულუბრყვილოს უწოდებს მოსაზრებას, რომ ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს უკეთესად გაუმკლავდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გულუბრყვილოს უწოდებს მოსაზრებას, რომ ჩინეთის კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს უკეთესად გაუმკლავდა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, წარმოაჩინა თუ არა ეპიდემიაზე ავტორიტარული რეჟიმის რეაგირებამ დასავლური დემოკრატიების სისუსტე, ემანუელ მაკორნმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ღია საზოგადოებებისა და ისეთი საზოგადოების შედარება, სადაც სიმართლეს ახშობენ.

„გაკეთებული არჩევანისა და იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს დღეს ჩინეთი, რომელსაც მე პატივს ვცემ, მოდით ნუ ვიქნებით იმდენად გულუბრყვლოები, ვთქვათ, რომ ის უკეთესად გაუმკლავდა ამას. აშკარად არის რაღაცები, რაც მოხდა და რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.