ემანუელ მაკრონი - ბევრი ჩვენგანი გაერო-ს კლიმატის სამიტზე იღებს ვალდებულებებს და შემდეგ ხელს აწერს სრულიად საწინააღმდეგო კომერციულ შეთანხმებებს
ბევრი ჩვენგანი აქ იღებს ვალდებულებებს და შემდეგ ხელს აწერს სრულიად საწინააღმდეგო კომერციულ შეთანხმებებს. ამის შესახებ გლაზგოს გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერების მეირ გაფორმებული კომერციული შეთანხმებები უნდა ასახავდეს კლიმატურ ვალდებულებებს.
„ბევრი ჩვენგანი აქ იღებს ვალდებულებებს და შემდეგ ხელს აწერს სრულიად საწინააღმდეგო კომერციულ შეთანხმებებს. აღარ შეიძლება, გვქონდეს პლანეტა, რომელიც ფუნქციონირებს ისეთი წესების მიხედვით, რომლებიც ამ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. ჩვენი კომერციული შეთანხმებები უნდა ასახავდეს ჩვენ კლიმატის ვალდებულებებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მიმდინარე ორკვირიან კლიმატის კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, გარემოს დაცვის სპეციალისტები და აქტივისტები. გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე მთავარი განსახილველი საკითხია გლობალური დათბობის შესაჩერებლად გადასადგამი ნაბიჯები.