ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანს რეფორმების გატარების უკანასკნელი შანსი აქვს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანს რეფორმების გატარების უკანასკნელი შანსი აქვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანს რეფორმების გატარების უკანასკნელი შანსი აქვს. „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში მომდევნო სამი თვის განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდება, ლიბანს სანქციები დაემუქრება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში იმყოფება.

„ეს ამ სისტემისთვის უკანასკნელი შანსია. მე რისკზე მივდივარ, ეს ვიცი. ვიყენებ ჩემს ერთადერთ ბერკეტს, ჩემს პოლიტიკურ კაპიტალს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.