ლეგენდარული ბრიტანელი ვარსკვლავი ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ კონცერტის დასრულებისთანავე, ვერტმფრენით შკვეთილიდან თბილისში გაფრინდა, სადაც პირადი თვითმფრინავით უკვე საქართველოს დატოვებს და ბრიტანეთში დაბრუნდება.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დღევანდელი კონცერტი ორი საათი გაგრძელდა.
შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონმა ორი კონცერტი ჩაატარა და შეასრულა ძირითადად კომპოზიციები თავის ახალი ალბომიდან. 2018 წლის 24 იანვარს ელტონ ჯონმა დააანონსა, რომ ის იწყებს სამწლიან ტურნეს, რის შემდეგაც კარიერას დაასრულებს.
შესაბამისად, ქართველი მაყურებლისთვის ბრიტანელი მეგავარსკვლავის ცოცხლად მოსმენა განუმეორებელი შესაძლებლობა იყო.