ელონ მასკის კომპანია Tesla-ს თანამშრომლების 7%-ს შემცირება ემუქრება
ელონ მასკის კომპანია Tesla-ს თანამშრომლების 7%-ს შემცირება ემუქრება. ეს ინფორმაცია თანამშრომლებს თავად მასკმა გაანო.
ღია წერილში მილიარდერი აცხადებს, რომ მისი ბიზნესკომპანია იზრდება, თუმცა მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიებით ავტომობილების წარმოების ხარჯები აუცილებელად უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, Teslas ელექტრონულ ავტომობილებს მომხმარებელთა უმეტესობა ვერასდროს შეიძენს.
კომპანია Tesla-ში 45 ათასი ადამიანია დასაქმებული. სამსახურიდან გათავისუფლება 3000 ადამიანს ემუქრება. შემცირება შეეხება როგორც კომპანიის სტაჟიან თანამშრომლებს, ასევე ყველა დროებით დასაქმებულს.
თანამშრომლების შემცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Tesla-ს აქციების ღირებულება ბირჟებზე 6%-ით შემცირდა.