„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების აქციაზე შელაპარაკება მოხდა
„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე შეკამათება მოხდა.
სამმხრივი შეხვედრა, რომელიც 11:00 საათზე „ელმავალმშენებლის“ დირექციასთან უნდა დაწყებულიყო, ჯერჯერობით არ გამართულა. „ელმავალმშენებელი ქარხნის დირექტორი მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიატორს შეხვდა. კამათი სწორედ ქარხნის მუშებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შორის მოხდა.
უცნობია, რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა. ქარხნის თანამშრომლებს ჯერჯერობით შეხვედრაზე არ უშვებენ.
დირექტორი თანამშრომლებთან შეხვედრას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების გარეშე ითხოვს.
შედგება თუ არა შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია. მედიაციის წარმომადგენელსა და თანამშრომლებს შორის ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები ადმინისტრაციისგან სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით აქციას მართავენ.