„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები დღეს ქარხნის ადმინისტრაციას შეხვდებიან
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები დღეს ქარხნის ადმინისტრაციას შეხვდებიან

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქარხანა ამ დროისთვის ნაწილობრივ ფუნქციონირებს და ვერ უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის დასაქმებას.

თანამშრომლები ადმინისტრაციისგან სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით აქციას მართავენ.

როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე აცხადებს, თანამშრომლების წერილის საფუძველზე, 7 თებერვალს შრომითი დავა დაიწყო და კანონით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადა დღეს იწურება.

სამმხრივ შეხვედრაზე დღეს ქარხნის ადმინისტრაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი, პროფკავშირების წარმომადგენლები და ქარხნის თანამშრომლები ხვდებიან.

ელმავალმშენებლის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მასშტაბურ აქციებს გამართავენ.