საბერძნეთში სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ
საბერძნეთში სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

საბერძნეთში გემებისა და მატარებლების თანამშრომლები გაიფიცნენ, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც „როიტერი“ წერს, გაფიცვას შეუერთდნენ ავტობუსებისა და ტაქსის მძღოლებიც, რომლებიც ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

საბერძნეთმა ამ თვეში თვიური მინიმალური ხელფასი 6.4%-ით გაზარდა 830 ევრომდე, რაც მეოთხე ასეთი ზრდაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

პროფკავშირების განცხადებაში, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონ თანამშრომელს წარმოადგენს, აღნიშნულია, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამჟამინდელი ხელფასით საკვებისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას.