ელიზაბეთ რუდი „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე - მადლობას გადავუხდი საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად პოლიტიკური პარტიისა თუ სუბიექტისა
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თავი შეიკავა აქციაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისგან. ამასთან, ელიზაბეთ რუდმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა, რადგან უზრუნველყოფილი იყო მოქალაქეთა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.
„მე არ გავაკეთებ განცხადებას იმ მესიჯებსა და მოწოდებებზე, რომლებიც კვირას, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ისმოდა, აშშ-ის საელჩოსთან. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ მან უზრუნველყო მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად პოლიტიკური პარტიისა თუ სუბიექტისა“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.