ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გადადგომის შესახებ ლაშა საკანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებაში ტემპერატურა არ გავზარდო, გადაწყვეტილება მივიღე, საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადება დავწერო, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ ყოველთვის და ყველგან ვიცავდი და დავიცავ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს“, – წერს ლაშა საკანია.

მანამდე მან აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში ვიზიტი მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის იყო. საკანიას თქმით, პარტიის წევრებმა ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი საჩუქრად გადასცეს.

„პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსნდრ აგრბას, რომელსაც ჩემთან ერთად წამოსვლა ვთხოვე, არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია. ეს მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია იყო, რომლის შესახებაც რუსეთიდან ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადმოცემის შემდეგ, ადამიანებმა ილოცეს, ამით მათი ვიზიტი დასრულდა“, – განაცხადა ლაშა საკანიამ.