„ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი - იმედი გვაქვს, ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და ასევე შეამცირებს რისკებს
ამ სამუშაო რეჟიმს განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთის მხრივ არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორეს მხრივ, რისკების შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალურმა დირექტორმა, ლადო ჯობავამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების დაახლოებით 30% ამ პერიოდის განმავლობაში გენერირდება.
„ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, გაყიდვების დაახლოებით 30% გენერირდება ამ პერიოდის განმავლობაში. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული ვითარება და თუ როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, რისკები შემცირდეს პანდემიასთან დაკავშირებით და ჩვენს ბიზნესზე ეს როგორ აისახება. ამ სამუშაო რეჟიმს განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთის მხრივ არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორეს მხრივ, ასევე რისკების შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ლადო ჯობავამ.