ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენეს
ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორეს ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენეს.

გადასვენების ცერემონიაში გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე ჩარლზ მესამე და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროცესია დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა და მას ლონდონის ქუჩებში შეკრებილი ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის ჰოლში დაასვენეს, სადაც მის სახელზე ღვთისმსახურება აღევლინება, რის შემდეგაც მოსახლეობას მასთან გამომშვიდობების საშუალება მიეცემა.

ელისაბედ მეორეს ცხედარი ვესტმინსტერის სასახლეში 19 სექტემბრამდე იქნება დასვენებული. 19 სექტემბერს კი მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. დედოფლის ცხედარს ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ, საბოლოოდ კი ელისაბედ მეორეს უინძორის სასახლეში დაასვენებენ.

ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ უინძორის სასახლეში, მისი მეუღლის, პრინცი ფილიპის გვერდით. დედოფლის დაკრძალვის დღეს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან.