თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ცეცხლი ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიას უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.
ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.