ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set-ი დღეს გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფესტივალის პირველი, საპრეზენტაციო ღონისძიება ვაგონშემკეთებელი ქარხნის ყველაზე დიდ პავილიონში გაიმართება. ერთდღიანი ღონისძიების ჰედლაინერები იქნებიან: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal.
ფესტივალი პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“ -ის ფარგლებში იმართება.
თავდაპირველად ფესტივალი თბილისის ზღვის ღია სივრცეში უნდა გამართულიყო, თუმცა სინოპტიკოსების ცნობით, 27 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, რის გამოც ფესტივალის ლოკაცია შეიცვალა.