ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიულად გათიშვამ ენგურჰესის ორი აგრეგატის გამორთვა გამოიწვია
ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიულად გათიშვამ ენგურჰესის ორი აგრეგატის გამორთვა გამოიწვია

ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიულად გათიშვამ ენგურჰესის ორი აგრეგატის გამორთვა გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.

აგრეგატები ქსელში ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობის აღდგენისთანავე ჩაერთვება.

„დღეს, 2 მაისს, 18:11 საათზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ ავარიულად გამოირთო, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნული ხაზის გამორთვამ ენგურჰესის ორი აგრეგატის გამორთვა გამოიწვია. როგორც კი, ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ მუშაობის ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, ენგურჰესის აგრეგატებიც ქსელში ჩაერთვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია.