სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია

19:21, 02.05.2019

თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, დენის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, დღეს, 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც თბილისსა და რეგიონებში ენერგომომარაგება შეზღუდული იყო.

მსგავსი