ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები გაიზარდა. რაც შეეხება მოსახლეობის სამომხმარებლო ტარიფებს, გადაწყვეტილება ცნობილი 27 დეკემბერს გახდება.
თუ “სახელმწიფო ელექტროსისტემის” ელექტროენერგიის გადაცემის მოქმედი ტარიფი 0.872 თეთრია, 2018 წლის 1 იანვრიდან 1.323 თეთრი გახდება (დღგ-ს გარეშე).
სემეკ-ის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფის გაზრდა “სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ დაგეგმილ ინვესტიციებს უკავშირდება, რომელიც დაახლოებით 600 მილიონი ლარი იქნება.
გაიზარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ტარიფიც. მოქმედია 0.082 თეთრი. 2018 წლის 1 იანვრამდე 30 აპრილამდე ტარიფი 0.092 თეთრი, 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე 0.412 თეთრი იქნება (დღგ-ს გარეშე).