ელენე ხოშტარია - სალომე სამადაშვილს არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა
სალომე სამადაშვილს არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა, – ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით.
„სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ“, – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქში“.
სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.
სალომე სამადაშვილის პოზიცია ( ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ…
Posted by Helen Khoshtaria on Monday, 19 April 2021