ელენე ხოშტარია გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს
ელენე ხოშტარია გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს

საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლაზე უარის თქმა პასუხისმგებლობის მოცილება და გაუგებარი პოზიციაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადების ბოლო მომენტამდე მიყვანა გაუგებარია.

„როცა არჩევნები საშუალებაა, ებრძოლო  „ქართული ოცნების” მმართველობის დროს დაგროვილ პრობლემებს, უარის თქმა სამწუხაროდ, ბრძოლაზე პასუხისმგებლობის მოცილება და გაუგებარი პოზიციაა. ამაზე პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას.  ოპოზიციის ამოცანაა, რომ ეს ბრძოლა გავმართოთ, „ქართული ოცნება“ ამ პოსტზე შევცვალოთ და ზოგადად დავასუსტოთ”, – განაცხდა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.