გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის
გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის

გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„როგორც პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტას ან ვინმე სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე. ჩემი სამსახური იწყებოდა თქვენგან, საქართველოს მოქალაქეებისგან და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. მინდა, სწორედ თქვენ გითხრათ იმის შესახებ, რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ ქვეყნისთვის მომავალში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და გაგიზიაროთ ის პოზიცია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. სხვანაირად, სხვა ფორმით თქვენთან ერთად გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა 8 სექტემბერია.

დატოვე კომენტარი