სალვადორელი ქალი, რომელსაც ბავშვის მოშორების გამო 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შეიწყალეს
სალვადორელი ქალი, რომელსაც ბავშვის მოშორების გამო 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შეიწყალეს

სალვადორელი ქალი, რომელსაც ბავშვის მოშორების გამო 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიწყალეს.
1997 წლის შემდეგ სალვადორი აბორტის აკრძალვის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი უმკაცრესი კანონმდებლობით გამოირჩევა. კანონი სჯის არა მხოლოდ მათ ვინც აბორტს გაიკეთებს, არამედ მათაც, ვინც ამაში დაეხმარება.

პროკურატურის ვერსიით, 34 წლის თეოდორა ვასკუეზმა 2007 წელს თავისი ახალშობილი ბავშვი გაგუდა. ქალის ადვოკატების მტკიცებით კი, თეოდორა ორსულობისას ავადმყოფობდა, რის გამოც ბავშვი მკვდარი დაიბადა.

შეწყალებამდე ვასკუეზმა ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, ეს პრეცედენტი და უზენაესი სასამართლოს რეზოლუცია საეტაპოა და ამან უნდა იმოქმედოს ქვეყნის ციხეებში მყოფ 27-ზე მეტ ქალზე, რომელთა ბრალდებაც ძალიან ჰგავს თეოდორა ვასკუეზის საქმეს.