ეკვადორში ავტოსაგზაო შემთხვევისას საფეხბურთო კლუბის 12 გულშემატკივარი დაიღუპა
ეკვადორში ავტოავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 30 კი, დაშავდა.
ავტობუსით ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის Barcelona SC-ს მხარდამჭერები მგზავრობდნენ, ისინი ქალაქ კუენკადან მატჩის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
ეკვადორის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ავტობუსი ავტომაგისტრალზე სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც გადაბრუნდა.