ეკატერინე ტიკარაძე - ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება, ჩანაწერებით მანიპულირება და ფალსიფიკაცია
ეკატერინე ტიკარაძე - ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება, ჩანაწერებით მანიპულირება და ფალსიფიკაცია

ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება და ფარული ჩანაწერებით მანიპულირება, ასევე ნებისმიერი ჩანაწერის ფალსიფიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძე ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

„ირაკლი ღარიბაშვილი ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს კომენტარს. ჩვენი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი, რა თქმა უნდა, მეც ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება და ფარული ჩანაწერებით მანიპულირება, ასევე ნებისმიერი ჩანაწერის ფალსიფიკაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.