მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მათი დარიგება უკვე დაწყებულია კლინიკებსა და სასტუმროებში.
„გუშინ დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ. ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი