ეკატერინე ტიკარაძე - თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება
ეკატერინე ტიკარაძე - თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება

ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია.

„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე წარიმართება. ამასთან, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.