თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ჯერ გვაქვს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, რაც ნიშნავს საჭიროების შემთხვევაში შერეული მექანიზმის გამოყენებას
თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ჯერ გვაქვს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, რაც ნიშნავს საჭიროების შემთხვევაში შერეული მექანიზმის გამოყენებას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ჯერჯერობით არსებობს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.

გაბუნიას განმარტებით, ჩვეული რეჟიმი გულისხმობს სკოლების მიერ საჭიროების შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას და ჰიბრიდული მექანიზმის გამოყენებას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს რაიმე განსხვავებული რეკომენდაცია ამ დროისთვის არ გაუცია, თუმცა როგორც წესი, საბჭო ყოველ ჯერზე მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ, მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ. ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს ესა თუ ის საჭიროება.

ბაღებში ონლაინრეჟიმი არც აქამდე ყოფილა, რანაირად წარმოგიდგენიათ ეს ამბავი? ამ შემთხვევაში საუბარია ჰიბრიდულ მოდელზე სკოლებთან მიმართებაში და თუ საჭიროება, აუცილებლობა დადგება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას საბჭო რა თქმა უნდა განიხილავს“, – განაცხადა გაბუნიამ.