ეკატერინე ტიკარაძე - შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნით ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა მივეცით, რომ გავლენა იქონიოს მოქალაქეების ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე
ეკატერინე ტიკარაძე - შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნით ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა მივეცით, რომ გავლენა იქონიოს მოქალაქეების ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე

შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნით ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა მივეცით, რომ გავლენა იქონიოს მოქალაქეების ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ ან ვერ დაკმაყოფილდება, მთავრობა უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იყო გუნდური. ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად მკაცრად დაგვეტოვებინა შეზღუდვები იმ კომპონენტში, რომ მოხდა გახსნა სავაჭრო სექტორისთვის, გარკვეული შესაძლებლობა მივეცით ჩვენს ეკონომიკას იმისთვის, რომ ამან გავლენა იქონიოს მოქალაქეების ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო იმ შეზღუდვების დაწესება ყველა სავაჭრო ობიექტისთვის, რომელიც გაცხადებულია უკვე მთავრობის მხრიდან. გავაგრძელებთ მონიტორინგს, თუ რა ხარისხით მოხდება აღსრულება ყველა იმ მითითების, რაც მნიშვნელოვანია ინფექციის დასტაბილიზების გაგრძელების თვალსაზრისით. თუ ეს მოთხოვნები არ და ვერ დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.