ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო ბიზნესთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, ეს გარკვეულწილად მედიის შექმნილია
ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო ბიზნესთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, ეს გარკვეულწილად მედიის შექმნილია

სამედიცინო ბიზნესთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, ეს გარკვეულწილად მედიის შექმნილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ დაწესებულებებთან, სადაც უსაფრთხოების წესები და კანონი დაცულია, მას არანაირი პრობლემა არ აქვს.

„ჩემი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან გარუკვეულწილად მედიის შექმნილია. არანაირი ცუდი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო ბიზნესში, ასევე სხვაგანაც, იმ წესების დაცვა, რომელიც გადის ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. სადაც დაცულია წესები, ნორმები და კანონი, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა, არც კომუნიკაციისა და არც სხვა კუთხით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.