ეკატერინე ტიკარაძე - როგორ გასაკვირვებლადაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლოა, პირველ რიგში ის ჯგუფები აიცრან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან კორონავირუსის გამავრცელებლები
როგორ გასაკვირვებლადაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლოა, პირველ რიგში ის ჯგუფები აიცრან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ვირუსის გამავრცელებლები, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ, პირველ რიგში, ვინ აიცრება.
მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„მიმდინარეობს საერთაშორისო მსჯელობა, ვინ არიან ის ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში უნდა აიცრან. აქ გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობაა. სამედიცინო სამყარო ამაზე ჯერ არ შეჯერებულა, თუმცა, რამდენად გასაკვირვებლადაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია, პირველ რიგში, აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ვირუსის გამავრცელებლები, ვინაიდან ყველაზე დიდ რისკს სწორედ აქ ხედავენ მეცნიერები. მიმდინარეობს მსჯელობა, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ვახორციელებთ ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტირებისა და ქვეყნის მასშტაბით მისი გადანაწილებისთვის. ეს არის მიმდინარე პროცესი და როდესაც ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს მას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი