ეკატერინე ტიკარაძე - ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულია, თუ შეიძლება, რომ მომდევნო დღეებში გაუარესდეს
ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულია, თუ შეიძლება, რომ მომდევნო დღეებში გაუარესდეს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დღეს გვაქვს სწორედ ის შედეგები, როგორი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ორი და სამი კვირის წინ გვქონდა. ეს არის ის მოსალოდნელი რიცხვი, რომელზეც ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რეკორდული, თუ შეიძლება, გაუარესდეს მომდევნო დღეებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 055-ს შეადგენს.