საქართველოში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

10:57, 19.12.2020

საქართველოში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 055-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.

18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი