საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 18.12.2020

საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2002-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი.

17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი