ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი
ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, მინისტრის თქმით, არსებული შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პროგრამა არ გვაქვს წარმოდგენილი. თქვენთვის როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ შენობებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მოლაპარაკებებზე უფრო კონკრეტული შედეგები იქნება ცოტა მოგვიანებით. თქვენ ხედავთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო სექტორის საავადმყოფოების გაძლიერებაზე და ძალიან მალე იქნება ეს შეთანხმებები საზოგადოებისთვის ცნობილი“,- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური კლინიკის შენობები და ტერიტორია 2009 წლის შემდეგ ავერსის საკუთრებაა. როგორც ცნობილია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად სამუშაოები მიმდინარეობს.