ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც უპასუხისმგებლო შეკრებებს ახორციელებს, ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებას
პასუხისმგებლობას ატარებს ყველა, ვინც უპასუხისმგებლო შეკრებებს ახორციელებს, ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებას, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა ოპოზიციასაც.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველანაირი წესების გარეშე გამართულმა შეკრებებმა ეპიდემიის მკვეთრი გავრცელება გამოიწვია.
„მეც და ეპიდემიოლოგებმაც არაერთხელ განვმარტეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობას ატარებს ყველა ის პირი, რომელიც უპასუხისმგებლო შეკრებებს ახორციელებს, ყველანაირი წესების დაცვის გარეშე. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე ყველა იმ ქორწილს და სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც დღემდე გამართულა საქართველოს ტერიტორიაზე და რამაც, რა თქმა უნდა, გამოიწვია ეპიდემიის მკვეთრი ზრდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.