ეკა ბესელია - კანონით, დროებით საგამოძიებო კომისიას ოპერატიული ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს
ეკა ბესელია - კანონით, დროებით საგამოძიებო კომისიას ოპერატიული ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას კანონით, ოპერატიული ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად ზედმიწევნით უნდა დაიცვას კანონი, ეს არის პროცედურა.

„დაკითხვის პროცესში, როდესაც ადგილი აქვს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტს და ახლა თუ დავარღვევთ კანონს, მერე აზრი არ აქვს. ასეთი მოხდა უკვე რამდენიმე დღის წინ. პროცედურის დარღვევაა, ძალიან უხეში თუ ჩვენ მოვითხოვთ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას, მაშინ, როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ პირებს და ჩამოთვლილია ეს პირები, პროკურატურა შეზღუდული უფლებით და არა სრულად, სასამართლო, ინსპექტორსაც შეზღუდული, მხოლოდ მის ფარგლებში. არც ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ არის დაშვება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობაზე, თუ ეს ეხება ბიუჯეტის საკითხებს და არის საიდუმლო ინფორმაცია, მეც ვარ იმ ნდობის ჯგუფის წევრი და ვიცი კანონი. ირაკლი აბესაძე რასაც აკეთებს ახლა, ეს არის პირდაპირ მცდელობა კანონის დარღვევის. ადასტურებ, რომ დიახ, მაინტერესებს ინფორმაციები მივიღო და ასი კითხვა დაისვა ერთი და იგივე, თუმცა, ასივეჯერ სიამოვნებით მოვისმენ ამ პასუხებს, მაგრამ არ ვიცი რა აზრი აქვს ამ გამეორებას. არ შეიძლება, თუ ეს ინფორმაცია გვინდა, რომ მივიღოთ, ეს ვაკეთოთ კანონის დარღვევის ხარჯზე. ამიტომ, მოგმართავთ თქვენ, როგორც თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ, რომ ამ კანონის მოთხოვნა იყოს დაცული. ეს არც დახურულ რეჟიმში შეიძლება, არც ღია რეჟიმში და პარლამენტის წევრმა ეს უნდა იცოდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.