ედგარს რინკევიჩუსი - გულმხურვალე მილოცვა ლატვიიდან ჩვენს ქართველ მეგობრებს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩუსი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს. Twitter-ში გამოქვეყნებულ გზავნილში დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ერთ დღეს, საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდება.
„გულმხურვალე მილოცვა ლატვიიდან ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის ასი წლის თავს აღნიშნავენ! მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ის დღეც, როდესაც საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ფორმალურად გაერთიანების დღეს ვიზეიმებთ!“ – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.