ედგარს რინკევიჩსი - რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვირერში“ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი წერს.
რინკევიჩსი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურება.
„ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლისთავს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.