ედგარს რინკევიჩსი – რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვირერში“ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი წერს.
რინკევიჩსი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურება.
„ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლისთავს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.
As we mark the 11th Anniversary since the beginning of Russia’s agression against #Georgia, I reiterate #Latvia’s unwavering support for territorial integrity and sovereignty of Georgia, #Russia must end the occupation of parts of the Georgian territory and withdraw its troops
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) 7 August 2019