ედგარს რინკევიჩსი - ლატვია გმობს ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ისტორიული ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარებას
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „აღიარების“ შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია ედგარს რინკევიჩსის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ლატვია გმობს სირიის ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ისტორიული ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას. ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს მხარდაჭერას“ , -წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.