EBU - თბილისში გამართული საბავშვო ევროვიზიის ფინალი 2,6 მილიონმა მაყურებელმა ნახა
EBU - თბილისში გამართული საბავშვო ევროვიზიის ფინალი 2,6 მილიონმა მაყურებელმა ნახა

საბავშვო ევროვიზიის ფინალი, რომელიც 2017 წელს თბილისში ჩატარდა, 2,6 მილიონმა მაყურებელმა ნახა. შესაბამის მონაცემებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი EBU ავრცელებს.

ევროპის მაწუყებელთა კავშირმა გასული წლის საბავშვო ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის მონაცემები გამოაქვეყნა. EBU-ს ცნობით, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს მუსიკალური კონკურსი 1,3 მილიონი მაყურებლით ნაკლებმა ნახა. თბილისში გამართულ საბავშვო ევროვიზიას 15 ქვეყანაში 2,6 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ყველაზე მეტი ადამიანი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალს პოლონეთიდან ადევნებდა თვალს, ამ ქვეყანაში კონკურსი 866 ათასმა მაყურებელმა ნახა.პოლონეთი ამ მხრივ უკვე მეორე წელია პირველ ადგილს იკავებს, თუმცა 2016 წელს მაყურებელთა რაოდენობა გაცილებით დიდი იყო – 2,8 მილიონი ადამიანი.

2017 წელს თავად მასპინძელ ქვეყანაში კონკურსს 2013 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ასევე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა სომხეთიდან დაფიქსირდა.

საბავშვო ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის მაყურებელთა რაოდენობის ბოლო ხუთი წლის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

2017 წელი – თბილისი საქართველო – 2,8 მილიონი მაყურებელი
2016 წელი – მალტა – 3,9 მილიონი მაყურებელი
2015 წელი – ბულგარეთი – 2,7 მილიონი მაყურებელი
2014 წელი – მალტა – 3 მილიონი მაყურებელი
2013 წელი – უკრაინა – მაყურებელთა რაოდენობა უცნობია

რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანი უყურებდა საბავშვო ევროვიზიას 2017 წელს

იტალია – 37 ათასი მაყურებელი
ნიდერლანდები – 286 ათასი მაყურებელი
პორტუგალია – 210 ათასი მაყურებელი
უკრაინა – 161 ათასი მაყურებელი

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს საბავშვო ევროვიზიის კონკური 30 მილიონმა ადამიანმა ნახა.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსიში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ევროვიზიის ღონისძიებას უმასპინძლა.