EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი - ბატონი კვირიკაშვილი არის ლიდერი რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ამ რეგიონში
ბატონი კვირიკაშვილი არის ლიდერი რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ამ რეგიონში – ამის შესახებ ჟურნალისტებს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პიუმ განუცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება.
„როგორც იცით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. აღნიშნული ურთიერთობების წარმატება ისახება 3 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციაში, ასევე 200 პროექტში, რომელიც განხორციელდა საქართველოში. წელს ვაპირებთ, რომ ინვესტიციის სახით ჩავდოთ 3 მილიონი ევრო და ველოდებით, რომ მომავალ წელს ინვესტიციების ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ეკონომიკის ყველა სფეროში. რა არის მნიშვნელოვანი საქართველოში, ის რომ საზოგადოება და პრემიერ-მინისტრი ბატონი კვირიკაშვილი არის ლიდერი რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ამ რეგიონში.
ის წარმატება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა, არის მისი განვითარების ნათელი მაგალითი. ამას ამყარებს პრემიერის 4-პუნქტიანი გეგმაც.
პირველ რიგში, საქართველოს უნდა, განხორციელდეს ბევრი ბიზნესი ახლაც და მომავალშიც. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რადგან იცით, რომ საქართველოს აქვს წყალი. ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა ტრანზაქციებში, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ხელისუფლებასთან. ჩვენ გავაგრძელებთ, საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც“, – განაცხადა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პიუმ.