ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილის შვილი სოსო ქუთათელაძის საქმეზე დაიკითხა
ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილის შვილი დავით ბლუაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც დაკითხვის შემდეგ დავით ბლუაშვილმა განაცხადა, დაკითხვაზე სოსო ქუთათელაძისა და გია ჭანტურიას ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს.
“დამატებით მკითხეს, თუ რამე ვიცოდი, რა ინფორმაციას ვფლობსი. მკითხეს, რა ურთიერთობა ჰქონდა გიორგი ჭანტურიას ქუთათელაძესთან. მე დაპირისპირების შესახებ ქუთათელაძისგან ვიცოდი. მამუკა ცხოვრებაძესა და სოსო ქუთათელაძეს კარგი ურთიერთობა ქონდათ ნათლიმირონები იყვნენ. მათ შორის დაპირისპირების შესახებ არაფერი ვიცი”, – განაცხადა დავით ბლუაშვილმა.
დავით ბლუაშვილმა მანამდე ჟუნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოსო ქუთათელაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გაათავისუფლეს.