ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
შესაბამის ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, ძველ ხიბულაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და ახალი ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.