ძმებს, ანრი და კახა ბერიძეებს ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ბინა გადაეცემათ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანრი და კახა ბერიძეები „ოცნების ქალაქის“ პირველი მობინადრეები იქნებიან. ბავშვებს მამა ავარიით, დედა კი კორონავირუსით ერთი თვის წინ გარდაეცვალათ.
მათივე ინფორმაციით, ბავშვებს ასევე დაათვალიერებინეს ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონიც. ისინი ფეხბურთის გულშემატკივრები არიან და ბათუმის „დინამოს“ აკადემიაში ისწავლიან.